MERAKI

პლუს ქულები

რა ხდება პლიუსის დაბადების დღეზე ?

  • პლიუსის დაბადების დღეზე მომხმარებელს უორმაგდება ის პლიუს ქულები რაც აქვს, ანუ, პირობითად, თუ აქვს 200 ლარის პლიუს ქულა, ამ დღეს ექნება 400 ლარის პლიუს ქულა, მხოლოდ 5 ივლისს 24 საათის განმავლობაში. ამ პლიუს ქულების ექვივალენტი თანხის დახარჯვა შეუძლია საქართველოს ბანკის პარტნიორ მაღაზიებში, რომელთაგანაც ერთ-ერთი არის MERAKI. ეს ნიშნავს რომ ნივთების შეძენას შეძლებთ ნახევარ ფასში თუ გადაიხდით საქართველოს ბანკის ბარათის პლიუს ქულებით. აქცია არ მოქმედებს სხვა ბარათებით ან ქეშით გადახდის შემთხვევაში. MERAKI-ს მაღაზიაში როგორ სარგებლობენ მომხმარებლები პლიუსის აქციით?

  • MERAKI-ს მაღაზიაში, მხოლოდ 5 ივლისს მომხმარებლები შეძლებენ ისარგებლონ პლიუს ქულების აქციით, როგორც ფიზიკურ მაღაზიებში – პეკინის 23 (11:00-20:00), ჩიქობავას 55 (12:00-21:00), ასევე საიტიდან www.MERAKI.ge. საიტზე აქცია 5 ივლისის 00:00 დან, 5 ივლისის 23:59 მდე იმოქმედებს. ხშირად იყო შემოთავაზებული პლიუს ქულების გადმორიცხვით შეძენა, გაითვალისწინეთ რომ ამ ხერხით ვერ შეიძენთ ნივთს. 

სად შეიძლება ვნახოთ რა გამოდის პლიუს აქციით ფასი? 



  • სტანდარტული ფასების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს საიტზე – www.meraki.ge. პლიუსის დაბადების დღეზე კი, რადგან პლიუს ქულები გიორმაგდებათ, ყველაფერს ყიდულობთ ნახევარ ფასად. 

შეიძლება თუ არა თანხა გადავიხადო ნაწილი პლიუს ქულებით და ნაწილი ქეშით/ბარათით? 



  • კი, შეგიძლიათ. პირობითად, თუ ნივთი 200 ლარი ღირს და 5 ივლისს 100 ლარის პლიუს ქულები გექნებათ, შეგიძლიათ 100 ლარი გადაიხადოთ პლიუს ქულებით, 100 ლარი კი ქეშით, ან ბარათით. შეიძლება თუ არა პლიუსის აქციით ისეთი ნივთის შეკვეთა, რაც მარაგში არ გვაქვს? და რამდენ ხანში დამზადდება შეკვეთა?

  • შეიძლება, თუ რა თქმა უნდა ეს ნივთი არ არის ისეთი, რომელსაც აღარ ვაწარმოებთ ზოგადად, ანუ ან ძალიან ძველი კოლექციებიდანაა, ან ამ ეტაპზე არ გვაქვს მისი მასალა. ნივთს ისევ ვამზადებთ თუ არა, გადამოწმებას საჭიროებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 2023 წლის ან უფრო ადრინდელ კოლექციებს ათვალიერებთ, სხვა შემთხვევაში ამის გადამოწმება არ არის საჭირო. გთხოვთ გაითვალისწინოთ, შეკვეთების დამზადების ვადა განსხვავდება პროდუქციის შესაბამისად: ფეხსაცმელები 12-15 სამუშაო დღე, ჩანთები და ტანსაცმელი 7-12 სამუშაო დღე. შეკვეთების რაოდენობიდან გამომდინარე, აღნიშნული დრო შესაძლოა უმნიშვნელოდ გაიზარდოს, ან პირიქით, დამზადდეს ვადაზე ადრე. შეკვეთის დაჩქარება არ ხდება, გამონაკლისები არ დაიშვება. ნებისმიერ ნივთზე მოქმედებს ეს აქცია?

  • დიახ, ყველაფერზე მოქმედებს, ეს ინფორმაციაც გადამოწმებას არ საჭიროებს.

აქციამდე შეკვეთილი ნივთების თანხის გადახდა თუ შეიძლება 5 ივლისს პლიუს ქულებით? 

• პლიუს ქულების აქცია მოქმედებს მხოლოდ 5 ივლისს შეძენილ/შეკვეთილ ნივთებზე, ამ აქციით ვერ ისარგებლებთ 5 ივლისამდე გაფორმებულ შეკვეთებზე. 

შეიძლება თუ არა პლიუს ქულების აქციით შეძენილი ნივთების გადაცვლა/დაბრუნება? 



  • აქციით შეძენილი ნივთების დაბრუნება ან გადაცვლა არ ხდება! არ დაიშვება გამონაკლისები 


პლიუსის აქციასთან დაკავშირებული ხშირად დასმული კითხვები და მათზე პასუხები საქართველოს ბანკის მხრიდან : https://imup.cc/0G1MaB

გთხოვთ მხოლოდ იმ შემთხევაში შეიძინოთ, ან შეუკვეთოთ ნივთი, თუ ზემოხსენებული პირობები თქვენთვის ხელსაყრელია, გამონაკლიები არ დაიშვება.



 

სიყვარულით, MERAKI-ს გუნდი

Join Waitlist We will inform you when the product arrives in stock. Please leave your valid email address below.