Terms and Contidions

ნებისმიერი მომხმარებელი, რომელსაც სურს ჩვენი კომპანიის ვებ-გვერდით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები:

1.შეძენა

ვებ-გვერდიდან პროდუქციის შეძენისას, საჭირო იქნება გაგვიზიაროთ თქვენი პერსონალური ინფორმაცია, მათ შორის საკრედიტო ან სადებიტო ბარათის მონაცემები,რა დროსაც თქვენ გარანტიას იძლევით,რომ გაქვთ იურიდიული უფლება,გამოიყენოთ აღნიშნული ბარათი და თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის ნამდვილი.

ჩვენი მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში,გვაძლევთ უფლებას,რომ გადავცეთ თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია მესამე მხარეს, იმ შემთხვევაში თუ შესყიდვების განხორციელებისთვის,მათი სერვისების გამოყენება დაგვჭირდება.მესამე მხარე ექვემდებარება ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ნებისმიერ დროს უარი ვთქვათ ან გავაუქმოთ თქვენი შეკვეთა გარკვეული მიზეზების გამო,რაც შესაძლოა გულისხმობდეს პროდუქტის ან მომსახურების დეფიციტს,ფასში შეცდომის არსებობას,უნებართვო ან უკანონო ტრანზაქციას და ა.შ.

2.შეკვეთის გაუქმება/დაბრუნება/გადაცვლა

შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია მისი განთავსებიდან 24 საათის განმავლობაში.

შეძენილი პროდუქციის დაბრუნება ხდება იმ შემთხვევაში, თუ მას აღმოაჩნდება რაიმე სახის ქარხნული წუნი,რომლის შესახებაც, მყიდველმა უნდა გვაცნობოს ნივთის მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა, ელ-ფოსტის meraki.coshop@gmail.com მეშვეობით.
განაცხადის მიღებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში, დაგიკავშირდებათ მერაკის გუნდის წარმომადგენელი და შეთანხმების საფუძველზე მოხდება პროდუქციის გადაცვლა ან დაბრუნება.
შეთანხმების მიღწევiდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში,თანხა ბრუნდება იმავე ანგარიშზე, რომლიდანაც განხორციელდა გადახდა.
შეძენილი ნივთის გადაცვლა შესაძლებელია ზომაში, ფერში და მხოლოდ მაღაზიაში არსებულ იმავე კატეგორიის პროდუქტში, რომელი კატეგორიიდანაც არჩეულია გადასაცვლელი ნივთი(ტანსაცმლის ფეხსაცმელში გადაცვლა და პირიქით,დაუშვებელია). ამასთან, შერჩეული პროდუქციის ღირებულება არ უნდა იყოს გადასაცვლელი პროდუქტის ღირებულებაზე ნაკლები,წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებული განსხვავება არ ანაზღაურდება.
გადაცვლა შესაძლებელია მისი მიღებიდან არაუგვიანეს 3 დღის განმავლობაში.

გაითვალისწინეთ:

 1. პროდუქციის დაბრუნების შესახებ მოთხოვნა, გამოგზავნილი უნდა იყოს ნივთის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში.

 2. ნივთის დაბრუნება/გადაცვლა შესაძლებელია მხოლოდ პირვანდელ ფორმაში-ისეთივე შეფუთვით,როგორიც მიიღეთ.არ უნდა აღენიშნებოდეს პარფიუმის ან გამოყენების სხვა კვალი.

 3. ნივთის გადაცვლის საჭიროების შემთვევაში, საკურიერო მომსახურების ხარჯები არ ანაზღაურდება.

3.აკრძალული გამოყენება

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ სერვისი მხოლოდ კანონიერი მიზნებით და ჩვენი პირობების გათვალისწინებით.

4.ანალიტიკა

ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ მესამე მხარის მომსახურება, ჩვენი სერვისის მონიტორინგისა და ანალიზისთვის.

5.ანგარიშები

ჩვენს ვებ-გვერზე დარეგისტრირებისას,თქვენ ავტომატურად ადასტურებთ,რომ მოწოდებული ინფორმაცია არის ზუსტი და სრულყოფილი. არასწორი,არასრული ან ძველი ინფორმაციის გამოყენება თქვენი ანგარიშის დაუყოვნებლივ გაუქმებას გამოიწვევს.

თქვენი ანგარიშისა და პაროლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ხარ თქვენ.

ასევე პასუხისმგებლობას იღებთ სარეგისტრაციო მონაცემებთან დაკავშირებულ ყველა ქმედებაზე. თქვენი ანგარიშის უნებართვოდ გამოყენების ან უსაფრთხოების დარღვევის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა გვაცნობოთ,რათა თავიდან ავიცილოთ პროფილის გაუქმება.

6.სერვისის მიწოდების შეწყვეტა

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას,რომ გავაუქმოთ ან შევაჩეროთ თქვენი პროფილი და სერვერზე წვდომა პირობების დარღვევის ან სხვა საეჭვო ქმედებების განხორციელების შემთხვევაში.

7.მარეგულირებადი კანონი

წინამდებარე პირობები, განიმარტება და რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის თანახმად.

8.ცვლილებები სერვისში

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, შევიტანოთ ცვლილებები ჩვენს მომსახურებაში. აქედან გამომდინარე,პერიოდულად შეიძლება შევზღუდოთ წვდომა მომსახურების კონკრეტულ ნაწილზე ან მთლიანად სერვიზე.

9.დასტური/ თანხმობა

ჩვენ მიერ შეთავაზებული ნებისმიერი სერვისით სარგებლობისას, ავტომატურად ადასტურებთ,რომ გაეცანით და ეთანხმებით წესებსა და პირობებს.

შეკვეთების დამზადების ვადები მითითებულია თითოეული პროდუქციის აღწერაში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ,რომ პროდუქციის აღწერებში მითითებული დამზადების ვადები არ არის ზუსტი და შესაძლებელია შეკვეთა მზად იყოს მითითებულ ვადაზე რამდენიმე სამუშაო დღით ადრე ან გვიან.

შეგახსენებთ:


იხილეთ მიწოდების პირობები.

დახურვა
შესვლა
დახურვა
კალათა (0)

კალათა ცარიელია კალათა ცარიელია